მნიშვნელოვანი იურიდიული შენიშვნა: ამ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია არ ექვემდებარება პასუხისმგებლობას disclaimer  და დაცულია საავტორო უფლებებით copyright notice.

ENG

BEL

GEO

MOL

RUS

UKR
   

TCAS: ქალაქებისათვის ტასისის საგრანტო სქემა

 
       

ტრენინგები განმცხადებლებისათვის

1 5 მარტი, 2006

TCAS- მხარდამჭერი პროექტი , რომელსაც ახორციელებენ " Royal Haskoning" და " და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრი " (REC), ატარებენ ტრენინგებს TCAS- ის ფარგლებში გათვალისწინებულ თითოეულ ქვეყანაში. ტრენინგების მიზანია მუნიციპალიტეტების დახმარება " ტასისის საგრანტო სქემის " ფარგლებში განაცხადების მომზადებაში.

დაინტერესებულ მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მეტი ინფორმაცია მიიღონ TCAS პროგრამის შესახებ და ევროკავშირის სხვა პროგრამების ( მათ ფარგლებში ხელმისაწვდომი დაფინანსების ) შესახებ ; მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს აგრეთვე შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ ტრენინგები საპროექტო წინადადების მომზადებასა და განაცხადის ფორმის შევსებაზე . ტრენინგი 3 დღეს გაგრძელდება და მოიცავს პრაქტიკული უნარ - გამომუშავებას სავარჯიშობისა და მცირე ჯგუფებში მუშაობის გზით .

მონაწილეებს ვურჩევთ , რომ ტრენინგზე მოვიდნენ თავიანთი საპროექტო იდეებით ; მათ შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი განაცხადის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრენინგზევე მოამზადონ .

ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ კითხვარი.

შევსებული კითხვარებიდან მიღებული ინფორმაცია გააადვილებს ტრენინგის უკეთ ორგანიზებას , და აგრეთვე მონაწილეთა შერჩევას , რადგან მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია . ტრენინგის მონაწილეები შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით :

  • რამდენად აკმაყოფილებს მონაწილეობის მსურველი TCAS- შესაბამისობის კრიტერიუმებს ( ზომა და ადგილმდებარეობა , გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის არსებობა );

  • TCAS- პრიორიტეტების შესაბამისი წინასწარი საპროექტი იდეის არსებობა ;

  • გრანტის მინიჭების შემთხვევაში პროექტის თანადაფინანსების დეკლარაციის არსებობა.

შევსებული კითხვარი უნდა მიეწოდოს ადგილობრივ პროექტის კოორდინატორს თქვენს ქვეყანაში. ტრენინგის ხარჯებს ( და დაბინავების ხარჯების ჩათვლით ) დაფარავს TCAS მხარდამჭერი პროექტი .

გთხოვთ გაითვალისწინოთ , რომ განაცხადის გაგზავნა არ ნიშნავს იმას , რომ თქვენ შეგარჩიეს ტრენინგში მონაწილეობისათვის . თქვენ მიიღებთ შეტყობინებას პროექტის კოორდინატორისაგან სულ მცირე შვიდი დღით ადერე ტრენინგის დაწყებამდე.

 

ქვეყანა

შევსებული კითხვარის წარდგენის ბოლო ვადა

ტრენინგების თარიღები TCAS პროქტის ადგილობრივ  კოორდინატორთან დაკავშირება
კრაინ 15 აპრილი 26-28 აპრილი ტატიანა გაიდარენკო
ტელ. +380-67-502 59 37
E-mail
ოლდეთი 14 აპრილი 10-12 მაისი პაველ ზამფირი
ტელ. + 373 0 69 165253
E-mail
საქართველო
30 აპრილი 17-19 მაისი ლია თოდუა  
ტელ. + 995 99 577959
E-mail
რუსეთის ფედერაცია
21 აპრილი 17-19 მაისი ლილიანა პროსკურიაკოვა  
ტელ. + 7 960 2836676
E-mail
ბელორუსია
28 აპრილი 24-26 მაისი ირინა სუხი  E-mail

 

საწყის გვერდზე დაბრუნება

 

    პროექტის პარტნიორები:



 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერვებ-გვერდი შექმნილია და განახლდება REC-იმიერ.