|
|
ქალაქებისათვის ტასისის საგრანტო სქემის (TCAS) შესახებ
მიზნები
TCAS-ის მიზნებია:
-
ევროკავშირის მოსაზღვრე რეგიონების და საქართველოს მუნიციპალიტეტებში
გარემოსდაცვითი სიტუაციის გაუმჯობესება პრაქტიკული, მიზანმიმართული ქმედებების
გზით;
-
მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გააქტიურება სხვა სამთავრობო და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან გარემოსდაცვით სფეროში.
პრიორიტეტები
TCAS უპირატესობას მიანიჭებს იმ მუნიციპალურ პროექტებს,
რომლებიც:
-
პრაქტიკულ საქმიანობას მოიცავს;
- შედეგად
გამოიღებს ცხოვრების დონის საგრძნობ/გაზომვად გაუმჯობესებას;
- მიზანში
ამოიღებს კონკრეტულ პრობლემას, რომელიც ზიანს აყენებს მოსახლეობას;
-
შეესაბამება დოკუმენტირებულ გარემოსდაცვით პრიორიტეტებს;
და
-
გააუმჯობესებს თანამშრომლობას სხვა მუნიციპალიტეტებთან და ორგანიზაციებთან.
შესაფერისი საქმიანობები
იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს TCAS-ის ფარგლებში ფინანსური
მხარდაჭერის მიღება, საქმიანობა უნდა:
-
უკავშირდებოდეს გარემოსდაცვით მენეჯმენტს და ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას;
-
განხორციელდეს ქვემოთჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სფეროში, (პრიორიტეტულობა დაცულია
სფეროების ჩამოთვლისას):
-
მყარი და სახიფათო ნარჩენების მართვა
- წყლის
დაბინძურების შემცირება, საკანალიზაციო წყლების გაწმენდა და წყლის დაზოგვა
-
ჰაერის დაბინძურების შემცირება (სატრანსპორტო და სამრეწველო გამონაბოლქვის
შემცირება)
-
ენერგოეფექტურობა (ცენტრალური გათბობა; მუნიციპალური შენობების დათბუნება,
ალტერნატიული ენერგიის წყაროები)
-
გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (ცნობიერების ამაღლება,
გარემოსდაცვითი მდგომარეობის მონიტორინგი და შეფასება ხელისუფლებისა და
სამოქალაქო საზოგადოების მიერ) ზემოთჩამოთვლილ ნებისმიერ სფეროსთან მიმართებით.
-
შეესაბამებოდეს განმცხადებელი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ
დოკუმენტებში წარმოდგენილ შესაბამის გარემოსდაცვით
პრიორიტეტებს.
პროგრამის
განრიგი
-
წინადადებების მიღების თაობაზე განცხადების გამოქვეყნება: მარტი, 2006
-
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30 ივნისი,
2006
-
დაფინანსებული პროექტების გამოცხადება:
ოქტომბერი, 2006
-
პროექტების დასრულება: დეკემბერი,
2007
ჩამოტვირთეთ დეტალური სახელმძღვანელო მითითებები და
განაცხადის ფორმა
|
|
პროექტის პარტნიორები:



|